1) პროექტის სახელწოდება: სასწავლო პროექტი-საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა
2)პროექტის იდეა:მოვაწყოთ სასწავლო პროექტი და გავუღრმავოთ წარმოდგენა
საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურის შესახებ.
3) აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ქვეყნის თვითმყოფადობისთვის.
4)მიზანი: მოსწავლეს განვუვითაროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურის კვლევის,ინფორმაციის მოძიების,ამ კუთხისათვის დამახასიათებელი თავისებურებების დიფერენცირების უნარი.განვუმტკიცოთ ჯგუფში მუშაობის, ფუნქციების განაწილების, დროის ორგანიზების უნარ-ჩვევები.განვუმტკიცოთ საპრეზენტაციო უნარები.
5)მონაწილეთა ასაკი: 15 წლის ბავშვები
6) ვადა:ერთი კვირა
7) შედეგი:გეგმავს სამუშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს,შემსრულებელთა რაოდენობას და განსაზღვრავს სამუსაოს თანამიმდევრობას.
გეგმავს რა მატერიალური რესურსები დასჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურსებს.
ასახელებს ხელოვნების დარგებს, რომლებიც ნიშანდობლივია ქართული ხალხური შემოქმედებისათვის(ხეზე კვეთა,ჭედურობა,ქსოვა,თექა)
მსჯელობს რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები.
იკვლევს,რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის.
მსჯელობს მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში.
8) პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპუტერი,ინტერნეტი,ვიდეო გადამღები,ფოტოაპარატი,სახელმძღვანელო.
9)პროექტის მსვლელობა: ა)მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლო პროექტის მიზნებს,ამოცანებს,საფეხურებს,პასუხისმგებლობებს.ყველა პროცესი მასწავლებლის ზედამხედველობით დაძალისხმევით მიმდინარეობს.ბ)პოულობს დაუთითებს მოსწავლეებს ინფორმაციის წყაროებს,აკავშირებს მათ სესაბამის ადამიანებთან,შოულობს საჭირო რესურსებს. გ) უხსნის მოსწავლეებს,რაში გამოადგებათ ამ პროექტში მონაწილეობა. დ)მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს.
10) საგანი: ხელოვნება
11) პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ოთარაშვილი
12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninootarashvili1@gmail.com
13) პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ninootarashvili.blogspot.com